ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება გახდა საჭირო, რადგან არსებული საწოლები უკვე გადატვირთულია, რაც მისი თქმით, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგივიწია დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.