22.11.2024

საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობა აბრეშუმის გზის პროექტზე გადის

ამერიკელი დემოკრატები აღნიშნულ პროექტს აქტიურად უჭერენ მხარს. როგორც ცნობილია, ტვირთების წარმომქმნელი რეგიონი აზიაა, მომხმარებელი – ევროპა. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან, ევროკავშირთან და თურქეთთანაც. ასევე ცნობილია, რომ მსოფლიო წარმოების მესამედი ჩინეთზე მოდის. ისიც ცნობილია, რომ ჩინური ტვირთების 3% რუსული რკინიგზით მიეწოდება დასავლეთს, დანარჩენი საზღვაო ხომალდებით გადაიზიდება, რაც მეტ დროს მოითხოვს.

ანაკლიის პროექტი რომ საბოლოოდ შედგება, უდავოა.

ამასთან, სულ მცირე, ჩინური საექსპორტო ტვირთების 1% რომ კავკასიის სატრანზიტო დერეფანზე გადმოერთოს, საქართველო ვერ აუვა მის მომსახურებას. ევროკავშირმა 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა, მდგრადი განვითარების პრინციპიდან გამომდინარე. შესაბამისად, ტვირთბრუნვა და ქვეყანაში პორტების მოწყობის აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზრდება. თუ საქართველო მთელი დატვირთვით, მთელი რიგი ინვესტიციებითა და ტექნოლოგიებით აამუშავებს სატრანზიტო დერეფანს, გაიზრდება როგორც უსაფრთხოების დონე, ასევე დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებიც. სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა სწრაფად მოიმატებს.

ეს ნიშნავს უფრო მეტი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მეტ დასაქმებას, მეტ სწავლას და მეტ მომსახურებას.

თავისთავად ეს მოიტანს მეტ დამატებით ღირებულებას და მეტ ეკონომიკას. წარმატებული ქვეყნების ეკონომიკის 60%-ზე მეტი მომსახურების დარგებიდან იქმნება. ტვირთბრუნვის ზრდა ახალი ლოჯისტიკური სივრცეების, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას აუცილებლობას შექმნის. სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა – ანაკლიის პორტის ლოჯისტიკური ტერმინალებით მომსახურება გალის რაიონის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს.

ამას უნდა დაემატოს ახალი სტანდარტული პორტი ოჩამჩირეშიც, რომელიც საქართველოს რკინიგზით უნდა ჩაებას აზიურ ტვირთებს. ამისათვის აფხაზეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი პოზიციონირება. არც ცხინვალს აქვს რაიმე რესურსი არსებობისა. დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტოსტრადები გორისა და ცხინვალის ლოჯისტიკურ ქალაქებად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: mteliambavi.ge

ტვირთების მომსახურება, მისი შეფუთვა, გადაფუთვა, დასაწყობება, დაზღვევა, განაწილება, ლიზინგი, აუდიტი, ტრანზაქცია და სხვა, ცალკე დიდი სისტემაა. მანამდე კი, საქართველოში სამი რამ არის გასაკეთებელი: საფონდო ბირჟა, უფასო პრივატიზაცია და ინვესტიციები ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ამას მოყვება მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, დასაქმება და ემიგრაციის ნაკადები საქართველოსკენ.

სტატიის ავტორი: ზურაბ მაღრაძე /ბიზნესტრენერი, ბლოგერი/ წყარო: Neopress.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img