22.11.2024

საქართველოში რეკორდული – $202 მილიონის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა

საქართველოში 2021 წლის ივანისში 201.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა ფულადი გზავნილების სახით. აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების სტატისტიკის აღრიცხვის ისტორიაში ეს, ერთ თვეში მიღებული მაქსიმალური ოდენობის გზავნილებია.

წინა წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის ანგარიშით, ზრდა ძირითადად რუსეთიდან გზავნილების 20%-ით მატებამ განაპირობა.

ქვეყნების ჩმონათვალი, საიდანაც გადმოირიცხა ფულადი გზავნილები:

1. რუსეთი – $39.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
2. იტალია – $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
3. აშშ – $25.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
4. საბერძნეთი – $20.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2%
5. ისრაელი – $15.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
6. გერმანია – $9.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%
7. თურქეთი – $9.1 მილიონი, კლება წინა წელთან -16%
8. უკრაინა – $8.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%
9. აზერბაიჯანი – $7.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%
10. ესპანეთი – $4.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
11. ყაზახეთი – $4.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 193%
12. საფრანგეთი – $3.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28%
13. პოლონეთი – $2.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
14. კანადა – $2.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15. ირლანდია – $1.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 51%

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკაში ფულადი გზავნილების წილით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ $26.5 მილიონი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით მეტია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img