19 ივლისს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ჩამოვლენ.
ისინი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
შარლ მიშელი ასევე, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას მაია სანდუსთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, შემდეგკი ზურაბიშვილთან, ზელენსკისთან და სანდუსთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, რაც ასევე ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდება.