24.11.2024

კელი დეგნანი პრემიერის განცხადებაზე – რაც ახლა ხდება, არის ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, “რაც ახლა ხდება არის, ან რუსული დეზინფორმაცია, ან რუსეთს ხელს აძლევს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით”. ამის შესახებ დეგნანმა საქართველოში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება“.

როგორც ელჩმა განმარტა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ხელსაწყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას.

„როგორც მე აღვნიშნე და როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, სანქციები არის ერთი კონკრეტული ხელსაწყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვამჯობინებთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით აღმოვფხვრათ და ეს არის რისკენაც მივისწრაფვით. დიდწილად დიალოგი არის ის საშუალება, რომლითაც უნდა გადაწყდეს საკითხები გრძელვადიან პერსპექტივაში,“- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება და არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა და მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც თანასწორუფლებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img