24.11.2024

პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“გადადგეს მკვლელი მთავრობა”. – ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია „ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა. პარლამენტთან დამონტაჟებულ ეკრანზე ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებს აჩვენებენ.

ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img