25.11.2024

ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა – ოლიმპიადაზე მოვხვდი, თუმცა ვერ მივდივარ, საქართველომ განაცხადი არ გაგზავნა

ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, რომ   ის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყნიდან განაცხადი არ გაიგზავნა, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც გაიგებ, რომ ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაიგზავნა. ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობაში ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა.

ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებული მოვლენაა. წყვილთა თამაშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა. ყველგან ამაყობენ, რაც უფრო მეტი მონაწილე ჰყავთ ოლიმპიადაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა მათ შორის არაა.კონკრეტულად ვისი ბრალია არ ვიცი, უბრალოდ, განაცხადი არ გაგზავნეს. არ ვიცი, რა მოხდა, არავინ მეუბნება ოფიციალურ პასუხს”, – წერს ოქსანა კალაშნიკოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img