პარლამენტში მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.
ამით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.
მედიის წარმომადგენლები ფოტოებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან განლაგდნენ და გეგმავენ ამ პერფორმანსის ფონზე შეაცილონ “ქართული ოცნების” დეპუტატები სხდომაზე.