ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მოუსმენია. კონგრესმენი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება “სრული სიცრუეა”.
„ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ვიყავით კრიტიკულები და ხშირად. ახლა, როგორც ჩანს, პროგრესი მცირდება და საქართველოს მთავრობა აშკარად არღვევს შეთანხმებებს”, – წერს ადამ კინზიგერი Twitter-ზე.