24.11.2024

აკაკი ზოიძე – აუცრელობით თვითმკვლელობას და სხვა საშუალებით თვითმკვლელობას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ

ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც აგრესიულად მოუწოდებს სხვებს, რომ არ აიცრან, თანამონაწილეა იმ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის, რომელიც ყოველდღიურად არის ქვეყანაში. 

„განსხვავებას ვერ ვხედავ აუცრელობით თვითმკვლელობას და სხვა საშუალებით თვითმკვლელობას შორის. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც აგრესიულად მოუწოდებს სხვებს არ აიცრან, თანამონაწილენი არიან იმ გამოცხადებული თვითმკვლელობის ყოველდღიური ქრონიკის, რომლის ტრაგიზმი მე მგონი არ გვაქვს თითქმის არავის, ამ ადამიანების ახლობლებისა და რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების გარდა, კარგად გაცნობიერებული და რომელსაც სრულად გამოფიტული ემოციებით ვადევნებთ მთელი საზოგადოება თვალს. გთხოვთ ჩემი ეს პოზიცია გაითვალისწინოთ, სანამ ამ პოსტის ქვეშაც „არაცრის“ ბოდვითი იდეის პროპაგანდას დაიწყებთ“, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” აკაკი ზოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img