26.11.2024

ახლადშექმნილი პარტიების მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს – შექმენით სამართლიან პოლიტიკურ გარემო

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის ანა დოლიძის ინიციატივით, ახლადაარსებულმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტთან ბრიფინგი გამართეს და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრა მოითხოვეს. საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ განცხადებას ხელს აწერენ პარტიები „ხალხისთვის“, “ალტერნატივა”,  “რეფორმატორები”,  „პროგრესული საქართველო“ და “ერი და სახელმწიფო”.

„დღეს მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმა, თუმცა კანონმდებლობა კვლავაც დისკრიმინაციულია ახლადშექმნილი პარტიების მიმართ. იმისთვის, რომ მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი კვირის ვადაში გვიწევს 25000 ხელმოწერის შეგროვება, მაშინ როდესაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში აგროვებდნენ მხოლოდ 5 ათას ხელმოწერას. ასევე ბევრი სხვა ხელოვნური ბარიერი რჩება საარჩევნო კანონმდებლობაში ახლადშექმნილი პარტიების მიმართ. არადა ხალხის დაკვეთა არის ახალი პოლიტიკური პარტიების ძალების შემოსვლა. მივმართავთ პარლამენტის სპიკერს კახა კუჭავას, რომ შეგვხვდეს, რათა დაუყოვნებლივ და უსწრაფესად შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და ახალ პარტიებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სამართლიან პოლიტიკურ გარემოში,“  – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა  ანა დოლიძემ.

 „საქართველოს ისტორიაში ალბათ დადგა მომენტი, როდესაც ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე სახეების ყურება. ბოლო 30 წელს რომ გადავავლოთ თვალი, რეალურად ერთი და იგივე ადამიანები ბრუნავენ სხვადასხვა პარტიებში და ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ პარლამენტშიც. რეალურად დაკვეთა კი არის ახალ ძალებზე, ახალ სახეებზე, რაც ბევრმა კვლევამ დაადასტურა. სახელმწიფოში არის ხელოვნური ბარიერი, რომ ხელი შეუშალოს ახალი მოთამაშეების შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას ექნება გამოხმაურება და ის პირობები, რომლებიც რეალურად გვაქვს ჩვენ, ახლადშექმნილ სუბიექტებს, გადაწყდება დადებითად და ყველანი ვიქნებით თანაბარ პირობებში,“ – აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ პარტია „ალტერნატივას“ თავმჯდომარემ.

„ძალიან კარგად მესმის არსებული პოლიტიკური ფაქტი. ძველ პარტიებს არ უნდათ ახალი პარტიების წარმოჩენა და მათი ხელშეწყობა, რადგან გადანაწილებულია ბიუჯეტი, გადანაწილებულია სატელევიზიო ეთერები, რომლებსაც კვალიფიციურობის შემთხვევაში იღებენ პარტიები. თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ  მათი დრო  დიდი ხანია წასულია და საზოგადოებას აქვს დაკვეთა ახალ ძალებზე,  რომლებსაც არა აქვთ ბნელი წარსული და ვერაფერს წამოაძახებენ,“ – განაცხადა „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვაბზირიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img