22.11.2024

ალეკო ელისაშვილი სამგზავრო სააბონენტო სისტემაზე – პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილია ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის გაძვირება და სააბონენტო სისტემის შემოღება რეალურად მგზავრობის გაძვირებაა. პალიტრანიუსის ეთერში ელისაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სტრატეგია გადასახედია.

“გადაიხადეთ, აბა! პარლამენტის წევრი ვარ და მე ვერ გადავიხდი. მით უმეტეს, ახალი წელი მოდის, ყოველ კაპიკს ფასი აქვს. ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს.

კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ “მარშუტკები” დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის “მარშუტკები”. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება საერთოდ არ აქვს ფიქსირებული, “გამიჩერეთი” რომ დადის”, – ამბობს ელისაშვილი. მისივე თქმით, სწორედ სამარშრუტო ტაქსების გამო ძვირდება მგზავრობა.

“რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? მეტრო, ავტობუსი, რომელიც მერიას ეკუთვნის და “მარშუტკები”. ეს “მარშრუტკები” აფუჭებს ყველაფერს. “მარშრუტკების” გამო არის, რომ გაძვირდა. უზარმაზარი დანახარჯი აქვს მეტროსაც, ავტობუსსაც, დოტაციურია ვერანაირად მოგებაზე ვერ არის, მაგრამ სტრატეგიის ამბავია”, – აცხადებს ელისაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img