მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ნავალნის 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, ბრალდების მხარე ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმის დაწესებას ითხოვდა.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, სადაც ის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო სამკურნალოდ იმყოფებოდა.