21.11.2024

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, „ომიკრონის“ გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა და Delta Air Lines-მა, ეკიპაჟის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ათობით რეისი გააუქმეს.

Reuters-ის ინფორმაციით, United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი – 90 ავიარეისი გააუქმა.

”“ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება,“- აღნიშნულია United Airlines-ის განცხადებაში.

„Delta“-ში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.“

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img