დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521 შემთხვევა, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ – სიკვდილიანობა, თანდათან იკლებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მათემატიკური მოდელირებით დაახლოებით 50% ქვეყანაში უკვე დადებითი შემთხვევებისა არის გამოწვეული „ომიკრონით“. თბილისში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევები რაოდენობა გვაქვს, „ომიკრონის“ წილი არის 67%, რეგიონებში ეს წილი 30-35%-ის ფარგლებში გახლავთ. მეორე ადგილზე „ომიკრონის“ ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.