21.11.2024

ამირან გამყრელიძე – ბოლო 3 კვირაში 60 წელს გადაცილებული 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წამახალისებელმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გაზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა.

“მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა წამახალისებელი ღონისძიებები, მნიშვნელოვნად გაიზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა აცრაზე. 20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა.

ამან გადააჭარბა, როგორც ნოემბრის საშუალო მაჩვენებელს, ასევე 5-6-ჯერ გადააჭარბა ოქტომბრის საშუალოს, ის მეტია სექტემბრის მაჩვენებელზეც, მხოლოდ აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. მოგეხსენებათ, აგვისტოში ყველაზე მეტი აცრა გვქონდა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა მუშაობს.

ჩვენ გუშინ გვქონდა დღიური 13 603 აცრა, საიდანაც 70% პირველი დოზით აცრა იყო. ძალიან კარგია, რომ პირველი დოზით შედარებით მეტი ადამიანი აიცრა. ამ პირველ აცრებში 52% იყო 60 წელს ზემოთ მოქალაქე. გვინდა, რომ დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრას” – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img