22.11.2024

ამირან გამყრელიძე – დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი”.

“რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით ომიკრონის შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. დიდი ალბათობით, დღეს საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი. იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა.

ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში ომიკრონის 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი.” – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img