22.11.2024

ამირან გამყრელიძე – დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს.

გამყრელიძის თქმით, ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

“მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, ის პერიოდია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია”, – თქვა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, გაფართოებულმა კონსილიუმმა უნდა დაასკვნას, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს და – სად.

“დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img