23.11.2024

ამირან გამყრელიძე – დროის მოკლე მონაკვეთში დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ომიკრონის” ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს და მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გარდაუვალი იქნება.

“დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის.

არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს,განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img