„ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას, არსებული ეპიდვითარების შეფასებისას.
მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია.
„დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.