22.11.2024

ამირან გამყრელიძე – ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს

არ გამოვრიცხავ, საველე ჰოსპიტალების საჭიროება დადგეს. თუ ყოველდღიურად 4 000-5 000 შემთხვევა გვექნება, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი გადაიტვირთება, აღარ იქნება ადგილი. საველე ჰოსპიტლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სეგმენტია და საჭირო გახდება მათი გახსნა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაწყებელთან” განაცხადა.

„ძალიან არის გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი. 7 000-მდე ადამიანი წევს ჰოსპიტალში, 1 665 მძიმე პაციენტია, ხელოვნური ვენტილაციაზე 368 პირი. ძალიან გადატვირთულია და ზღვარზეა ჰოსპიტალური სექტორი. მარტი საწოლები ხომ არ არის, ადამიანები არიან ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი, ვინც ემსახურება ამას. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ აცრები, მეტი ვერაფერი. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მოიქნიოს და დააწყნარონ სიტუაცია. ერთადერთი, რაც გააჩერებს ამას, არის აცრა და იმ რეგულაციების დაცვა, რაც არის მოწოდებული. პირველ რიგში პირბადე, ყველას ვთხოვ. 37%-მდე არის შემცირებული პირბადის ტარების მაჩვენებელი. ეს არის საგანგაშო ციფრი. არავინ არაფერს არ იცავს და რა თქმა უნდა, გვექნება შემთხვევების მატება.“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img