25.11.2024

ამირან გამყრელიძე – მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ბუსტერ” დოზით 8-ათასამდე ადამიანია აცრილი. მისივე ინფორმაციით, მესამე დოზა უფრო ხანგრძლივად 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს.

„დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე „ბუსტერია“ ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმით“ იყავი აცრილი, „სინოვაკით“ თუ „ფაიზერით“. სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ.

მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე „ბუსტერი“ და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“,- განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img