24.11.2024

ამირან გამყრელიძე – პანდემიის დასრულებისთვის 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი

პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “ნოესთან” განაცხადა. 

ამირან გამყრელიძემ იმ სამ მიზეზზე ისაუბრა, რაც აძლევს ამის თქმის საშუალებას.

1) რესპირაციულ პანდემიურ ვირუსებს აქვთ თავიანთი განვითარების ციკლი. თუ ამ ვირუსს რაღაც განსაკუთრებული თვისება არ უდევს გენეტიკურ კოდში, როგორც წესი, ვირუსები 2-3 წელში ხდებიან ენდემიური და შედარებით სუსტი.

2) მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% ალბათ იქნება იმუნური.

3) დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზარზე მალე გამოჩნდება მედიკამენტი და ვირუსის დადგენიდან 5-7 დღის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ დაავადება არ გართულდება და ადამიანი აღარ მოკვდება.

ვფიქრობ, რომ 2022 წლის შუა რიცხვები იქნება გარდამტეხი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img