23.11.2024

ამირან გამყრელიძე – პიკი არ გადაგვიგორებია, შესაძლებელია, ჰოსპიტალიზაციაზეც გაიზარდოს მოთხოვნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და პიკი ჯერ არ გადაგვიგორებია . მისი თქმით, შესაძლებელია, ჰოსპიტალიზაციაზეც გაიზარდოს მოთხოვნა.

“პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბათს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცია 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტალებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში

შესაძლებელია, გაიზარდოს მოთხოვნა ჰოსპიტალიზაციაზეც. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია, იმართება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე. სიკვდილიანობაც არ იზრდება, 30-ზე მეტია, მაგრამ არ არის 80-მდე, რაც გვქონდა. ამ მხრივაც სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img