22.11.2024

ამირან გამყრელიძე -სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება, შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა.

„შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img