22.11.2024

ამირან გამყრელიძე – შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ, ის მოდის ცუნამივით

ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული თეორიას მარტივად არ უნდა შევხედოთ, რადგან „ომიკრონი“ მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე“.

„უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე შეიმჩნევა კლება. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია. იცით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ის შედარებით მარტივად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img