23.11.2024

ამირან გამყრელიძე – შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ” დოზა ექნება გაკეთებული

ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ “ბუსტერიზირებული” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კვლევებით დადასტურებულია, რომ “ფაიზერის” “ბუსტერ” დოზას “ომიკრონის” მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოუწოდებს მოსახლეობას “ბუსტერ” დოზით აიცრან.

“მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი “ბუსტერ” დოზაა გაკეთებული.

ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ “ბუსტერიზირებული”. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან “ბუსტერ” დოზით”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img