დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსზე „ფაიზერით“ ვაქცინაციისას, პაციენტს შეეკითხებიან, გამოყენებული აქვს თუ არა ფილერი.
„ფაიზერის“ „ჩექლისტს” ერთი კითხვა დაემატა. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, „ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან”,-აცხადებს გამყრელიძე.