21.11.2024

ანა დოლიძე – საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვალენი ვართ, სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ კითხვები დავსვათ

საქართველოში დღეს 10 000 პატიმარია და თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვალენი ვართ, სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ კითხვები დავსვათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის განკარგულებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდი აუცილებლად უნდა შეირჩეს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„ქვეყანაში უამრავი პატიმარი გვყავს. იმ პატიმრებს, რომლებსაც სატელევიზიო რესურსი არ აქვთ, ასევე მიხეილ სააკაშვილის მსგავსად არ არიან ცნობადი ფიგურები, რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ მათ რაიმე არ სჭირდებათ? ამაზეა საჭირო მითითება ხელისუფლებისადმი. თუ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ გვაქვს გაურკვევლობა და ასევე, მისი მკურნალობის საშუალება არ არის, როგორი მიდგომაა იმ პატიმრების მიმართ, რომლებსაც მედიის ან პარტიის მხარდაჭერა არ აქვთ? რა მდგომარეობაში არიან ისინი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განგაშის ზარი არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე უნდა შემოკრას, არამედ ამ თემაზეც, რომლითაც სხვა პატიმრების საკითხი დგება“, – აღნიშნა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ასევე ყურადღება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გაამახვილა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა მიხეილ სააკაშვილის თემაზე, მათ უნდა გააკეთონ ეს სხვა პატიმრებზე, რითაც ისინი იმ პრობლემებს წამოჭრიან, რაც დღეს ციხეებში აქვთ.

„ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გზა. თუ რა პრობლემები აქვთ მათ, რა სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს ციხეში და ა.შ. ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხსაც ხელისუფლებისგან ვიმსახურებთ. ამ სისტემას ჩვენ, საზოგადოება ვინახავთ გადასახადების გადახდით, ამიტომ უნდა მოვითხოვოთ ზუსტი და გარკვეული პასუხები, თუ რა ხდება ჩვენს ციხეებში და ასევე, რა მდგომარეობა აქვს ერთ-ერთ მთავარ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს“,- განაცხადა დოლიძემ.

ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img