26.11.2024

ანა დოლიძე – ტიკარაძის საქმიანობა უნდა შეფასდეს და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დაეკისროს პასუხისმგებლობა

„თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, უნდა შეფასდეს ეკატერინე ტიკარაძის  და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემური ჩავარდნა, ამას უნდა დაერქვას სახელი, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ,“ – ასე აფასებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას.

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ვერანაირ სიახლეს მოასწავებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში. ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, ურეიტინგო ფიგურა, რომელიც უბრალოდ გამოიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ტიკარაძის და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, კოვიდთან მიმართებაში, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემური ჩავარდნა, ამას უნდა დაერქვას სახელი და პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მაღალჩინოსნების საქმიანობისთვის რეალური სახელის დარქმევას და მივაჩვიოთ ისინი ანგარიშვალდებულებას ხალხთან.

შეფასება კი ასეთია: კოვიდ მართვის აბსოლუტური ჩავარდნა –  ევროპაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ხუთეულში ვართ, ამჟამად უკვე 12500-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ ვაქცინირებულთა რაოდენობით. ამის გამო დავაგვიანეთ და გამოვტოვეთ ტურისტული სეზონები. კოვიდის არასწორი მართვის გამო დავზარალდით ეკონომიკურად, ფაქტობრივად, გავღატაკდით. უამრავი დაწესებულება გაკოტრდა და დაკეტილია მაშინ, როდესაც უამრავი ქვეყანა წელიწადზე მეტია გახსნილია. უზარმაზარი ზიანი მიადგა განათლების სისტემას. რაც მთავარია, აბსოლუტური ფიასკოა ის, რაც ხდება კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ ჩააგდე ვაქცინაცია და საინფორმაციო კამპანია, მწვანე პასპორტების შემოღებამ, მხოლოდ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა. გარდა ამისა უსერიოზულესი პრობლემაა გაზრდილი ფასები წამლებზე, რაც  ჯანდაცვის მინისტრს პირდაპირ უკავშირდება. ჩვენ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არ შეიქმნა წამლების ხელმისაწვდომობის სისტემა, ამის მიზეზია, ის, რომ თუნდაც კოვიდის შემდგომი მკურნალობა ასობით ლარი ჯდება, რისი საშუალებაც ჩვენ მოსახლეობას არ აქვს, აღარაფერს ვამბობ პენსიონერებზე. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ასე უნდა შეფასდეს ტიკარაძის პოლიტიკა და  მთლიანად საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, ანუ სისტემა, რომ დავაკისროთ მათ პასუხისმგებლობა. ამის მოლოდინი, მე პირადად,  „ქართული ოცნების“ პირობებში არ მაქვს. ჩვენი სახელმწიფო იმართება კორუფციული და ვიწრო პარტიული ინტერესებით. ეს არის რეალობა, ამიტომ მთლიანად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება თუ გვინდა სიახლე და კარგი სოციალური პოლიტიკა,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img