25.11.2024

ანა დოლიძე – გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერიs ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის და ხალხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებაში 8-9 წლის განმავლობაში იყვნენ, თუმცა ამის შედეგად „როგორც ვცხოვრობთ ამას ყველა კარგად ვხედავთ“.

,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და თალაკვაძის შემადგენლობისთვის. მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს, ვინც მის შემადგენლობაშია ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად ყველა კარგად ვხედავთ. ეს პარტია ამ ეტაპზე შეადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები, ხალხს რაც სჭირდება – ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიებით ეს პარტია ვერ იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img