25.11.2024

ანდერს ფოგ რასმუსენი – ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს

ბოლო უნდა მოვუღოთ უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით პუტინის დე ფაქტო ვეტოს. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელსაც გამოცემა Politico ავრცელებს.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატომ და აშშ-მა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცენ რაიმე სახის გარანტია ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

„2008 წელს საქართველოსა და უკრაინას ნატოს მაგიდასთან ადგილს დავპირდით და დროა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმა ჩამოვაყალიბოთ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს წესდების მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორის მოიცავს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს გაფართოებასთან დაკავშირებით ღია კარის ისეთი პოლიტიკა, რომელშიც პუტინს უფლებას აძლევს, როგორც შვეიცარმა იმოქმედოს“, – ნათქვამია სტატიაში.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინელები მზად იქნებიან, თავისუფლებისთვის იბრძოლონ.

„შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში? მხოლოდ მან იცის ეს. მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუგზავნოთ და ეკონომიკური სანქციები დავაწესოთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება“, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img