24.11.2024

ანდრეი კასიანოვი – მადლობას ვუხდი საქართველოს, ჩვენი ლტოლვილების უზრუნველყოფისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის,რომელსაც უკრაინას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მადლობას ვუხდი საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჩვენი ლტოლვილების მოთხოვნებს და საჭიროებებს, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება.

„ბოლო დროის განმავლობაში, ის მოქალაქეები,რომლებიც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენთან, საელჩოში მოდიან, მარიუპოლიდან არიან. ეს მოქალაქეები მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზებით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად. უკრაინის საელჩო საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ასევე საქართველოს მთავრობის სტრუქტურებთან. გუშინ, შეხვედრა გავმართე თბილისის მერ კახა კალაძესთან. საელჩოს დიპლომატები გაემგზავრენენ ქუთაისში. კვირას, ბათუმში გაემგზავრებიან იმისთვის,რომ საკუთარი თვალით ნახონ და ასევე დარწმუნდნენ, რომ უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები საქართველოს ტერიტორიაზე სრულად არის დაკმაყოფილებული. ჩვენ გვესმის, რომ ომი ერთ კვირაში არ დასრულდება და პერსპექტივებზე უნდა ვიფიქროთ. ყველაფერს ვახორციელებთ, ეს არის სწავლის ორგანიზება, საბავშვო ბაღები, სკოლები და სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

მისი განმარტებით, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები,საქართველოს მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას და უკრაინაში გაგაზავნას.

„8 აპრილის მდგომარეობით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზანა 940 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, 4 თვითმფრინავი და 49 სატვირთო ავტომანქანა. უკრაინის საელჩო საქართველოში ყიდულობს სამედიცინო აღჭურვილობას, კვებას, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება. უკრაინაში სიტუაცია, რომელიც სურსათით და პირველადი ნივთებით უზრუნველყოფას უკავშირდება, ძალიან რთული რჩება. ჩვენ მივმართეთ ყველას, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, კი ბატონო, შეაგროვეთ და მოგვმართეთ ჩვენ და მოვახდენთ უკრაინაში ამის მიწოდებას. მინდა ჩვენი ანგარიშის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ. 8 აპრილის მდგომარეობით, უკრაინის ცალკეულ ანგარიშზე შემოვიდა 1 მლნ 626-ზე მეტი ლარი, 52 866 აშშ დოლარი, 1 765 ევრო. საელჩოს განკარგულებაში ანგარიშზე დარჩა 85 476 ლარი, 22 660 აშშ დოლარი, 633 ევრო“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img