23.11.2024

ანდრეი კასიანოვი – საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 20 000-მდე მოქალაქე იმყოფება

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება.

მისივე თქმით, 58 ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში და 50-მდე ბავშვის მშობელმა სწავლასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

კასიანოვის განცხადებით, უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებასა და მხარდაჭერას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი. უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში მივალთ ამ სკოლებში, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img