23.11.2024

ანრი ოხანაშვილი ივანე მაჭავარიანზე – არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა

პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე არ მაქვს ინფორმაცია რაიმე სახის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. არ მგონია, რომ ვინმე, რაიმე პასუხისმგებლობას გაურბოდეს. ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი, არ ვიცი რაშია საქმე, გავარკვევთ გუნდში. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და არავინ არ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ეს არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, გვაქვს პანდემიის სიტუაცია, სადაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უპირველესია, ასევე ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საზოგადოებას ტვირთი. არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა“, – აცხადებს ოხანაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img