მსოფლიო უკრაინაში უაზრო და დაუნდობელი ომის დასასრულებლად უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ომს “გლობალური ზიანის მიყენების უსაზღვრო პოტენციალი” აქვს.
გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მას არ დაუზოგავს სიტყვები იმის სათქმელად, რომ უკრაინაში შეჭრა არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების დარღვევა და „ეს უნდა დასრულდეს უკრაინის, რუსეთის ხალხისა და მთელი მსოფლიოს გამო“.