ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
„მინდა, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შიმშილობენ, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა ვუსურვო. ასევე მინდა, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც ამ შიმშილობის ფარგლებში აქვთ დაყენებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რეალურად, არ საჭიროებს მათი მხრიდან ამ ტიპის პროტესტის გამოხატვას, თუმცა, ეს მათი უფლებაა. რა თქმა უნდა, მათთან მიმართებითაც, პარლამენტში თუ მის გარეთ, ყველა უფლება დაცული იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
დეპუტატები: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი მეორე დღეა შიმშილობენ. მანამდე კი, პარლამენტში შიმშილობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა, შიმშილობს.