24.11.2024

არჩილ თალაკვაძე ე.წ ქოლ-ცენტრების საკითხზე – თუ არაფერი აქვთ დასამალი, გაუგებარია, რას უკავშირდება “ნაციონალური მოძრაობის” ასეთი ნერვიულობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, “ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს – თუ არაფერი აქვთ დასამალი და პრობლემა არ აქვთ, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა”.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა კითხვის ნიშნებს აჩენს.

“გამოძიების შედეგებს თვალს მივადევნებთ და ბოლომდე გაირკვევა, რა დგას მათი ასეთი ანგაჟირებული განცხადებების უკან. ფაქტია, რომ პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გერმანელ კოლეგებთან ერთად წარმატებული საგამოძიებო მოქმედებები გაატარა. ამ ფონზე ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია და მისი ლიდერები აქტიურობენ, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს წარმოშობს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img