ჩვენი საპარლამენტო გუნდი, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენი და უკრაინის მრავალწლიანი ურყევი მეგობრობის შედეგად არსებობს ჩვენს მხარეს, ასევე უკრაინის მხარეს, საქართველო ასრულებდა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა და ამ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის, მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო, რასაც განსაკუთებით ბოლო პერიოდში ვხედავთ მედიაში. თუ ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაცია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავალთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარწმუნებთ, ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ სახელმწიფო პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.