უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში რუსული ჯარები “უკუაგდეს”.
როგორც მან უკრაინულ მედიას უთხრა, “შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე და ჩვენმა დამცველებმა უკუაგდეს”.
მისივე ინფორმაციით, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს და ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება.
არესტოვიჩის სიტყვებით, ახალ საევაკუაციო დერეფნებზე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.