15.11.2024

არესტოვიჩი – ბუჩაში მსხვერპლთა შორის გაუპატიურებული ქალები არიან, რომელთა დაწვასაც ცდილობდნენ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობასა და წამების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აგრესორებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. 

როგორც არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსმა აგრესორებმა გააუპატიურეს უკრაინელი ქალები, შემდგომ კი მათ დაწვას ცდილობდნენ.

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ რუსების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„ქალაქ ბუჩაში მსხვერპლთა შორის არიან გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვასაც ცდილობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასრულწლოვნებს, მოხუცებს, კაცებს ხელები ჰქონდათ შეკრული, კარგად ჩანს წამები კვალი, მათ თავში აქვთ ნასროლი“, – აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img