რუსი ჯარისკაცების მხრიდან მასობრივი დახვრეტის, ყაჩაღობისა და გაუპატიურების ასობით შემთხვევა ფიქსირდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
არესტოვიჩის თქმით, ჩერნიგოვში რუსებმა პურის რიგში მყოფი მოქალაქეები დახვრიტეს.
“ჩერნიგოვი ერთ-ერთი იმ ქალაქებს შორის, სადაც მუდმივად ესვრიან სამოქალაქო ობიექტებს… თუმცა არსებობს უფრო სამწუხარო შემთხვევებიც”, – თქვა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩის თქმით, ოთხი დღის წინ რამდენიმე ოჯახი, ბავშვებთან ერთად ბალაკლეადან იზიუმის მიმართულებით მანქანებით გადაადგილდებოდა, როცა რუსებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.
“ზურგში დახვრიტეს. ერთ-ერთი მანქანა გადარჩა, მეორის ბედი უცნობია, მესამე კი ბავშვებთან ერთად დახვრიტეს”, – თქვა მან.