უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე ავიადარტყმები განაახლეს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მოწინააღმდეგე ცდილობს, ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა „აზოვსტალის“ მახლობლად. რუსეთმა განაახლა ავიადარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე და შტურმის მცდელობებს ახორციელებს“, – აცხადებს არესტოვიჩი.
მისივე განცხადებით, ურთულესი ვითარების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები თავს იცავენ და კონტრშეტევებზეც გადადიან.
რამდენიმე დღის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს უბრძანა, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი გაეუქმებინათ და ქარხნის ბლოკირება მოეხდინათ.