უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერი Москва ჩაიძირა.
“რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა Москва-მ საწინააღმდეგო ასვლა მოახდინა იმ კუნძულის მიდამოში, სადაც ის ნახუიზე გაუშვეს. სად არის მოსკოვი? “ის ჩაიძირა”. – წერს არესტოვიჩი.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა და საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომც დაადასტურა.
შეგახსენებთ, 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.
ინფორმაცია მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.