23.11.2024

არესტოვიჩი – უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება, რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა

უკრაინას მრავალჯერადი გაშვების 60 სარაკეტო სისტემა სჭირდება – ბევრად მეტი, ვიდრე გაერთანებული სამეფო და შეერთებული შტატები ჰპირდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ომში „თამაშის წესების შემცვლელი იარაღია“, თუმცა ის რაოდენობა, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, საკმარისი არ არის.

„რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ, მით უფრო გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა. ჩვენი ჯარისკაცები კვლავ დაიხოცებიან და ტერიტორიების დაკარგვას გავაგრძელებთ. თუ ჩვენ მივიღებთ ამ 60 ერთეულ ამ სისტემას, ​​მაშინ რუსები დაკარგავენ წინ წასვლის უნარს, გახევდებიან. თუ 40-ს მივიღებთ, ისინი წინ წაიწევენ, თუმცა ძალიან ნელა და დიდი მსხვერპლით; 20-ით ისინი უფრო დიდი მსხვერპლით გააგრძელებენ წინსვლას, ვიდრე ახლა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img