ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები უკვე ერთი წელია შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე არიან დარჩენილი. მიზეზი პანდემიის მძიმე შედეგები – ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტების არარსებობაა. გაჩნდა რისკი, რომ სფეროში მომუშავე ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდეს და ბაზარზე დაბრუნება ვეღარ შეძლოს. მძიმე ვითარებაში არიან გიდები, რომლებიც სახელმწიფო დახმარების არცერთ პროგრამაში არ მოხვდნენ.
დავით ცაბოშვილი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურ-ოპერატორის, მოლაშქრეთა კლუბ „იეტის“ დამფუძნებელი და პროფესიონალი გიდია. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მიმართულებებად ლაშქრობა, კემპინგი, რაფტინგი, სამთო ალპინისტური ტურები და სპელეოლოგია აქვს არჩეული.
„ვებგაზეთთან“ საუბრისას დავით ცაბოშვილი ამბობს, რომ გიდების უმეტესობა მცირე მეწარმის სტატუსის მატარებელია და ტურისტულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტებით მუშაობს. ამ სტატუსის მქონე გიდებისთვის კი არ მოქმედებს არც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული 1200-ლარიანი დახმარება, იმის გამო, რომ სამსახურდაკარგულების კატეგორიაში არ გადიან, და არც ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის.
Galt & Taggart–ის კვლევის მიხედვით 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები 65%-ით შემცირდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.1 მილიარდი იქნება. ამავე კვლევის მიხედვით ტურიზმის სფეროში 150 000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა ბედი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ მოხდებოდა გიდების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია და ხელს შეუწყობდნენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, მთავრობა დაიწყებდა გიდების დასაქმების პროგრამას და მათ შესთავზებდა ალტერნატიულ შესაძლებლობებს, როგორიცაა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი პროექტები, მიკროგრანტები და ა.შ. თუმცა დავითის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ამ დრომდე არ დაწყებულა.
ცაბოშვილის თქმით, კოვიდ-19 გამოწვეული შეზღუდვების და კრიზისის პირობებში ყველაზე მეტად გიდები დაზარალდნენ. ამბობს, რომ კოლეგების უმეტესობა დღემდე უმუშევარია და მათი დიდი ნაწილი პროფესიის შეცვლასაც კი შეეცადა. ზოგი სარესტორნო ან/და ტურიზმის სხვა მიმართულებებზე დასაქმდა. თუმცა, პანდემიის მეორე ტალღის დროს, ისინი მაინც უმუშევრები დარჩნენ.
ჩემი მეგობრების უმრავლესობა ისევ უმუშევარია და ელოდებიან იქნებ სიტუაცია გაუმჯობესდეს
„ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარებები გაიცა პირველი პანდემისი დროს და ისიც ბევრს არ აუღია. გიდები ყოველთვიურ 200 ლარიან დახმარებას ვერ იღებენ, რადგანაც ეს არის ისეთი სფერო, სადაც თვითდასქამებულად ითვლები. თუმცა ეს ერთჯერადი დახმარებებიც ბევრმა ვერ აიღო. ამიტომ გიდებმა გადაწყვიტეს, რომ სხვა სფეროებში გადანაწილებულიყვნენ და პროფესია შეეცვალათ. უმრავლესობა ისევ რესტორნებში და სასტუმროებში დასქამდნენ, თუმცა მეორე პანდემიის დროს მათ სამსახურები ისევ დაკარგეს. მოგეხსენებათ ეს სფეროც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზოგიერთს საერთოდ არც უძებნია და ვერც ნახეს, სად უნდა დასაქმდნენ ქვეყანაში ისეთი მძიმე მდგომარეობაა. უბრალოდ არ ვიცი რით არსებობენ. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ისევ უმუშევარია და ელოდებიან იქნებ სიტუაცია გაუმჯობესდეს. ეს სფერო იმდენად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ როგორ და რა იქნება რთულად წარმოსადგენია“,- ამბობს დავითი ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ გადამზადების პროგრამები იქნებოდა და გიდები სხვა სფეროებზე გადანაწილდებოდნენ. თუმცა ესეც არ განხორციელდა და გიდები ფაქტიურად არავისთვის საინტერესო ხალხი არ აღმოჩნდა. ჩვენს კითხვაზე მოხდა თუ არა პირველი პანდემიის შემდეგ ზაფხულში დანაკლისის შიდატურიზმით ანაზღაურება, რადგანაც ხელისუფლება ამაზე გარკვეულ იმედს ამყარებდა, ცაბოშვილი გვაპსუხობს, რომ ვერა.
„შიდა ტურიზმით მხოლოდ დანაკლისის 40%-მდე ანაზღაურება მოხდა. ეს ბაზარი იმდენად დაბალია, რომ ყველაფერს ვერ აკმაყოფილებს. მეორე პანდემიის დროს კი რადგანაც კომენდატის საათი იყო, ეს ბაზარიც ჩავარდა. წარმოუდგენელია, რომ ამ დროს უკან სახლში დაბურნება მოასწრო. გიდების სამსახური არაა ყოველთვიურად ფიქსირებულ ხელფასზე. ამიტომაც ჩვენ ვერცერთ სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩავსხედით. მე მაგალითად გიდიც ვარ და ასევე შპსს მფლობელიც- აქედან გამომდინარე, ჩემნაირ ადამიანებს არანაირი კომპესაცია არ გამოუყვეს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანახა შემაქვს. ერთადერთი დახმარება ისაა, რომ მოგების გადასახადი შეგვიმცირეს. თუმცა შემოსავალი როცა არა გვაქვს, ამის გაუქმებას რა აზრი აქვს“,- ამბობს ის „ვებგაზეთთან“ საუბრისას.
დავითს გიდების სფეროს გაუჩინარების, როგორც ყველაზე უარესი სცენარის განვითებისაც კი სჯერა, თუ უახლოეს ხანებში არაფერი შეიცვლება, თუმცა სჯერა თუ ქვეყანა დროულად გაიხსნება სფერო მალევე შეძლებს “ფორმაში ჩადგომას”.
„გიდების უმეტესობა თავის პროფესიაზე ძლიან შეყვარებულია. ამიტომაც თუ კი ექნებათ რამე საშუალება, რომ უკან დაბრუდნენ უმეტესობა უარს არ იტყვის. შესაძლებელია რაღაც დანაკარგი იყოს, რადგანაც გიდების ნაწილი უცხოეთში წავიდა, ნაწილმა კი რაღაცა სხვა პროფესია ნახა. გიდები ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია ტურიზმის სფეროში.
“ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს ტურისტებთან და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ უცხოელს ჩვენს ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს და ის, უკან ისევ დაბრუნდეს. აქედან გამომდინარე თუ გიდების ნაწილი თავის პროფესიას დაკარგავს და ახალი გიდებით ჩანაცვლება მოხდება, ძალიან დიდი უკუსვლა იქნება. ამ უნარჩვევების და გამოცდილების შეძენას ძალიან ბევრი წელი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დიდი ხანია ვართ, მაინც ბევრი პრაქტიკა და უნარჩვევების გამომუშავებაა საჭირო“ –
ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს ტურისტებთან და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ უცხოელს ჩვენს ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს და ის, უკან ისევ დაბრუნდეს
დათოს თქმით, გიდები უფრო ელოდნენ, რომ სახელმწიფოსგან ტექნიკური ხასიათის დახმარებას მიიღებდნენ და ამ გზით სფეროს კიდევ უფრო განავითარებდნენ, მაგრამ წუხს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. მისი თქმით სფეროს პროფესიონალები ერთ ადგილას გაიყინნენ, ხოლო პრაქტიკის არმქონე გიდები სულ უფრო მოდუნდნენ. ამბობს, რომ “სფეროს ამოქაჩვას ისევ რამდენიმე წელი დასჭირდება”.
ინტერვიუ მოამზადა ელიზა პაპოშვილმა