ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს და ჩინეთში მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაგზავნის, – ამის შესახებ BBC წერს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას, ჩინეთში ადამიანთა უფლებების დარღვევების ფაქტების გამო არ გაგზავნის.
ოფიციალური დელეგაციის არყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გამოვლენ სპორტსმენები და როგორც თეთრ სახლში ამბობენ, მათ მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნებათ.
ინფორმაცია სავარაუდო ბოიკოტის შესახებ რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა, რასაც ჩინეთის საპასუხო ქმედებების მიღების მუქარა მოჰყვა.
ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას ავსტრალია და კანადაც გეგმავენ.