აშშ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის, 300-ზე მეტი წევრის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუწესებენ სანქციებს, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ და საკითხს ევროპელ პარტნიორებთან შეათანხმებენ.
„იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რამდენ ადამიანს დავუწესებთ სანქციებს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ გვაქვს. გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს, რომლებსაც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ხუთშაბათს შემოვიღებთ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაიდენს მათთან საუბრის შესაძლებლობა ექნება,“- განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.