აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის პირველ ანტივირუსულ აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ CNN იუწყება.
Paxlovid– ი კორონავირუსის სამკურნალო პირველი ავტორიზებული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული მანამდე მიიღებს, სანამ ისეთ მდგომარეობამდე მივა, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს. 12 წელს ზემოთ რისკ ჯგუფებში შემავალი ინფიცირებულები, რომლებიც მინიმუმ 40 კგ-ს იწონიან, აბების მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ.
როგორც FDA-ს განცხადებაში წერია, აბების მიღება რეკომენდებულია კორონავირუსის დიაგნოზის დასმიდან მაქსიმალურად მალე და სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში.
გასულ კვირაში Pfizer-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, Paxlovid-ით მკურნალობა 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკებს.