რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ სანქციების უახლეს პაკეტს აქვეყნებს. ამჯერად სანქციების სამიზნე მთავარი კომერციული ბანკი და 40-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტი გახდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, კონსტანტინე მალოფეევი ხელმძღვანელობს.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების სამიზნე იქნება ,,კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის ,,მაინინგ” ინდუსტრიაში მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა”.
გარდა ამისა, როგორც CNN-ი იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტი 635 რუსეთის მოქალაქეზე სავიზო შეზღუდვებს აწესებს.